შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვერნები, ხულოს მუნიციპალიტეტი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ, 2005 წლიდან კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ქვეითი ბრიგადის გამანაწილებელ ასეულში კაპრალი იყო. ჯარში პატრიოტული სულისკვეთებით შევიდა. 2008 წლის ომში რომ არ დაღუპულიყო სამხედრო სამსახურს გააგრძელებდა, სურდა ჯარს გაჰყოლიდა. ბევრი მადლობა აქვს მიღებული. 8 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში, ცხელ ხაზზე საავიაციო დაბომბვისას. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.511 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |