Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მიროტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა ქ. რუსთავის სასკოლათაშორისო სასწავლო საწარმოო კომბინატი (კომპიუტერული სკოლა) ოპერატორ-პროგრამისტის კვალიფიკაციით 1991 წელს; ქ. რუსთავის N 104 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი - 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1998 წელს. 2000 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალფიკაციო გამოცდა; 2004 წელს - ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2005 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით); 2013 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა. 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს სამეურნეო განყოფილებაში; 1999-2000წწ. - ქ. რუსთავის არასახელმწიფო მრავალპროფილიანი სკოლა "რეცას" სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების მასწავლებელი; 2000-2005წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005 წლის აპრილიდან სექტემბრამდე - სს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" რეაბილიტაციის და გაკოტრების მმართველის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში; 2005-2006წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2007წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლეო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტი, სამმართველოს უფროსი; 2007-2012წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლეო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი; 2013 წლის ივლისიდან ნოემბრამდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში უფროსი კონსულტანტი; 2013 წლის ნოემბერში - საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტი; 2013-2015წწ. - სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში; 2015 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე; 2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2016-2019წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |