Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე წულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 2018-2023წწ. იყო ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011-2019წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2018-2020წწ. სამართლისა და ეკონომიკის საუნივერსიტეტო ცენტრის აკადემიური დირექტორი; 2016 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი, პოსტ-დოკი (ნიუ იორკი, აშშ); 2015 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი; 2013 წელს მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის მკვლევარი (ჰამბურგი, გერმანია); 2005-2006წწ. იყო სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში; 2007-2009წწ. იურიდიული კომპანიის იურისტი; 2010–2011წწ. თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი; 2011-2012წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი; 2012-2015წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი; 2015-2017წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი; 2017-2019წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი; 2018 წლის თებერვლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე; 2017-2019წწ. იურიდიული კომპანია "CLL Law Firm"-ის მმართველი პარტნიორი; 2019-2023წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე; 2024 წლის 8 აგვისტოდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორია; 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge; hcoj.gov.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |