შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საბაზო ეკონომოკის და სამართლის ინსტიტუტი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 2007 წელს ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მსახურობდა ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში. დაიღუპა ცხინვალის მისადგომებთან, წინა ხაზზე თავისი მეთაურის ძებნის დროს. ბოლომდე ერთგულად ემსახურა სამშობლოს. 8 თვის შემდეგ, დნმ-ის ანალიზის შედეგად გაირკვა მისი დაღუპვა. ოჯახმა გოჩა დანელია თავისი სოფლის სასაფლაოზე დაკრძალა. უამრავი ჯილდო და მადლობის წერილი ინახება მის ოჯახში. იმ სკოლაში, სადაც იგი სწავლობდა, გოჩას სახელის უკვდავსაყოფად, მისი ბიუსტია გაკეთებული. უმცროსი სერჟანტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.527 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |