The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ დავითაშვილი

ვლადიმერ დავითაშვილი
სხვა სახელი:ბირთვისელი
ვოლკი
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1989
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (19 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტბისი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სასწავლებელში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. 18 წლის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მხედრული ვალის მოხდის შემდეგ შეიარაღებულ ძალებში დარჩენა გადაწყვიტა. ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში, 41-ე ბატალიონში მსახურობდა ოცმეთაურად – სულ ათი თვე. ერაყში წასასვლელად ემზადებოდა. დაიღუპა 9 აგვისტოს, ალყაში მოქცეული. მხოლოდ 26 აგვისტოს გადმოსვენებულ მებრძოლებში მიაკვლიეს მის ცხედარს. ვლადიმერ დავითაშვილის სახელობისაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.531-532

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: