Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ინდირა მაშანეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მაიაკოვსკი (ახ. ქ. ბაღდათი). დაამთავრა პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს. 1995-2005წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და ბაღდათის ბიუროში ადვოკატი; 1997–1999წწ. - საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებელი; 2005-2011წწ. - აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2011-2012წწ. - ვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა სენაკისა და ხობის რაიონულ სასამართლოებში; 2012-2015წწ. - სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2016-2019წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 ივლისდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |