Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი შაინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოჩხამური, ქობულეთის მუნიციპალიტეტი. სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2000 წელს გაიწვიეს, კარანტინის გავლის შემდეგ წელიწადნახევარი ახლადჩამოყალიბებულ სასაზღვრო ჯარში იმსახურა. 2003 წელს კონტრაქტი გააფორმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან, "კომანდოს" ბატალიონში ჩაირიცხა. 2004-2005 წლებში მისი ბატალიონი გერმანიაში გადიოდა მომზადების კურსებს. 6 თვე სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში, ერაყიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი შაინიძე აჭარაში, ადილიის ბატალიონში გადაიყვანეს. ოცნებობდა სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე, უნდოდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მიეღო მონაწილეობა, კონტრაქტს ვადა ეწურებოდა და ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. დაიღუპა სოფელ ნიქოზთან სნაიპერის ტყვიით. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.551 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |