The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგა გოგორიშვილი

გიგა გოგორიშვილი
დაბადების თარიღი:1987
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 2008  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ფარმაცევტული სასწავლებელი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური კრწანისში მოიხადა, წელიწადნახევარი მუშაობდა ლაზარეთში, შემდეგ ქუთაისში მსახურობდა მესამე ქვეით ბრიგადაში. 2008 წლის აგვისტოში გორში გააგზავნეს საჯარისო ნაწილებისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების დასარიგებლად. გორში დაბრუნებისას ნატახტრის ტეკსა და მცხეთის ასახვევს შორის შეჩერდა კოლონა, გამცილებელს ელოდნენ, გიგა გოგორიშვილი ბრძოლის ველიდან ცოცხალი გამოვიდა, მაგრამ რუსულ აგრესიას მაინც ვერ გადაურჩა, მაშინ დაიღუპა, როცა მისი ბატალიონი თბილისის გასამაგრებლად მოდიოდა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.555

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: