შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ბაზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მახათური, საჩხერის მუნიციპალიტეტი. სკოლის დამთავრების შემდეგ, გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 2006 წელს კი შევიდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში; მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულში. 2008 წლის 7 აგვისტოს, ირაკლი ბაზაძე, მიავლინეს ცხინვალში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში. დაიღუპა 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, პოზიციური ბრძოლებისას, მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული საჰაერო დაბომბვის დროს. დაკრძალული იყო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ერთი თვის მერე დნმ -ის ანალიზით დადასტურდა, რომ ირაკლი ბაზაძე იქ იყო დაკრძალული. მოგვიანებით, მისი ნეშტი, მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.559 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |