The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა ხომერიკი

ხათუნა ხომერიკი
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს. 1999 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

1991-1994წწ. იყო ოზურგეთის რაიონის სასამართლოში თარჯიმანი; 1994-2000წწ. - სს "ქუთპურტრანსის" იურისტი; 2000-2001წწ. - ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში იურისტი; 2001-2002წწ. - იმერეთის საოლქო პროკურორის სტაჟიორ-თანაშემწე; 2002-2005წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2007წწ. ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. 2007-2012წწ. - აბაშის, შემდეგ ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; 2012 წლიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: