Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლერი თედორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლემზაგორი, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1988 წელს. 1988-1990წწ. - გარდაბნის რაიონის მეურნეობაში იურისტ-კონსულტანტი; 1990-1992წწ. - სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურაში გამომძიებელი; 1992-1999წწ. - ქუთაისის პროკურატურაში განყოფილების პროკურორი; 1999-2002წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2002-2009წწ. - წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2002-2007წწ. - ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2009-2012წწ. - ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2010-2012წწ. - ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2012-2013წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2016წწ. - საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2016-2019წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017-2019წწ. - ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2019-2021წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021 წლის ივლისიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |