Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა ღამბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1944 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გახდა რუსთაველის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლიზა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), მედინა ხვანწკარია (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), პეპელა (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), მართა (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), ელისაბედი (გრ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), ფიფია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ელპიტე (ს. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), მადამ ლილი (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი"), გოგოლა (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ანგელა (ა. გეწაძის "პაემანი ცაში"), მაშიკო (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), გლეხის ქალი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ნაზიკო (ნ. წულეისკირის, გ. გეგეჭკორის "ძველი სამრეკლო"), ანგუსტიასი (ფ. გარსია ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი"), და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "მე და ჩემი მეზობლები" (რეჟ.: რევაზ ჭარხალაშვილი, 1973), კატო ("ფაცურა", რეჟ.: როსტომ ლორთქიფანიძე, 1976). წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.116; ლეილა ღამბაშიძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2008. - 10 დეკემბერი. - N231 (6088). - გვ.11; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |