The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მაკარაძე

ლევან მაკარაძე
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი, ვეტერინარი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური–სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი 1975 წელს.

1986-1989წწ. იყო ზოოვეტერინარული ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის განყოფილების გამგე; 1990-2004წწ.  პათოლოგიური ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის კათედრის გამგე; 2001-2004წწ. მორფოლოგიისა და ფიზიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; 2006-2017წწ. აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ვეტერინარია-მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელი; 2008 წლიდან აირჩიეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო სავეტერინარო განათლების ასოციაციის პრეზიდენტად; 2019 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ტექნოლოგიების, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია; 2020 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერი ვეტერინარიის მიმართულებით. მუშაობს ცხოველთა პათოლოგიის, ონკოლოგიის, მორფოლოგიისა და ფარმაკოპროფილაქტიკის საკითხებზე, ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი: sjuni.edu.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.470

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: