შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო გაგნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეცილობით 2012 წელს; 2003 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა; 2003 წლის მარტში - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2011 წელს - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2012-2013წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2001-2002წწ. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტში გაიარა სასწავლო პრაქტიკა; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი (2017). 2002-2003წწ. - თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ოპერატორი; 2003-2005წწ. - თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივანი; 2005 წლის მაისიდან ივლისამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კანცელარიის სპეციალისტი; 2005-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2013-2014წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტი; 2014-2017წწ. - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში; 2017-2019წწ. - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე. 2019 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |