შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ცათიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბირკიანი, თელავის რაიონი. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე 1936 წელს. სწავლის პერიოდში იგი ხდება უნივერსიტეტთან არსებული ქართული ცეკვის ანსამბლის წევრი, რომლის ხელმძღვანელი ცნობილი ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი იყო. 1936 წელს საკონკურსო წესით ჩაირიცხა ახალჩამოყალიბებულ აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში (ხელმძღვანელი, ლოტბარი სანდრო კავსაძე). 1937 წელს ახალგაზრდა მოცეკვავე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მიიწვიეს მოცეკვავე - სოლისტად (ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი). 1937 წელს იგი წარმატებით მონაწილეობს მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში. მის მიერ შექმნილ მუსიკაზე შესრულებულ საკუთარ ცეკვა "ქისტურს" განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად. 1941 წელს მოხალისედ წავიდა II მსოფლიო ომში. ომის შემდგომ მან მუშაობა დაიწყო მშობლიურ რაიონში - ახმეტაში მათემატიკის მასწავლებლად. 1948 წლიდან ყვარლის რაიონის სოფელ შილდის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე იყო, პარალელურად კი ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი, შემდეგ კი ამავე სკოლის დირექტორი. 1964-1991წწ. ყვარლის რაიონის ახალსოფლის საშუალო სკოლის დირექტორად და მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. ამასთან დიდ დახმარებას უწევდა რაიონის ქორეოგრაფიულ კოლექტივებს. ი. ცათიაშვილის ხელოვნება გამოირჩეოდა მთიელი კაცისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტითა და იმპროვიზაციის უნარით. მის მიერ შექმნილი ცეკვის ილეთები, ელემენტები და მუსიკა შესულია სხვადასხვა ანსამბლების რეპერტუარში და გამოყენებულია ქართულ მხატვრულ კინოფილმებში: "ალავერდობა", "მაია წყნეთელი", "ცისკრის ზარები", "განაჩენი", "წარსულის ზაფხული", "ადამიანთა სევდა" და სხვა. ქართველი ქორეოგრაფი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.117
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |