Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ნინო თარაშვილი
Date of birth: | 10 January, 1986 (39 years) |
Category: | Public official, Lawyer |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2014 წელს; 2006 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; 2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა გამოცდა; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2017 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა; 2010-2016წწ. სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, ადამიანის უფლებების, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის თემებზე გამართული არაერთი კონფერენციის, სემინარის, სამუშაო შეხვედრისა და ტრენინგის მონაწილე, მათ შორის 2010 წელს ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაცნობის მიზნით.
2007-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტი, ამავე კოლეგიის სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე; 2016-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უფროსი კონსულტანტი (მწერალი-თანაშემწე); 2017-2019წწ. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2023 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|