The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი სიხარულიძე

გივი სიხარულიძე
Date of birth:28 February, 1944  (81 years)
Category:Dancer, Actor/Actress, Writer, Poet, Athlete, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1969 წელს.

იყო ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სტუდიის ყოფილი წევრი; 1961 წელს  სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა1988-2006 წლებში გივი სიხარულიძე იყო ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის "თბილისი" სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი ქორეოგრაფი. მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით "გასეირნება"; ითამაშა ფილმებში: "ჭიდაობას რა უნდა", "ტურანდოტი", "დაუმთავრებელი პორტრეტი", "უძინართა მზე", "ცხელი ძაღლი"; არის ავტორი რომანის, მოთხრობებისა და ლექსებისა; 2013 წელს შექმნა სრულიად ახალი ლიტერატურული ჟანრი, მოგონებებზე დაფუძნებული - მოთხრობების კრებული. ამ ჟანრში გამოსცა წიგნები მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლების: ლადო ათანელისა და ალეკო ხომერიკის, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფ-ბალეტმაისტერ თემურ ბიბილეიშვილის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს შოთა ჯაფარიძისა და მსოფლიოში ცნობილი ოპერისა და ბალეტის თეატრების მხატვრის მურაზ მურვანიძის შესახებ; 1980 წლიდან გ. სიხარულიძის ნაშრომები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში. მისი მოთხრობები შესულია ქართული პროზის ანთოლოგიაში, ეს მოთხრობები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე; ქალაქური ნოველის ჟანრის ფუძემდებლი, 20- მდე წიგნის ავტორი, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს დათვის" მფლობელი, ჩოგბურთელი, მთის და წყლის მოთხილამურე.

წყარო: დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო ETALONI.GE: etaloni.ge; digest.getkt.ge

Member of Organizations

  • "ქალდეას" აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი
  • მწერალთა საერთაშორისო კავშირის მიმოხილვის კომიტეტი (მოსკოვი), წევრი (2006-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, თავმჯდომარე
  • ქართველ მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2024 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2014 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 2005 - ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
    აწყვეტილი სიცოცხლე : რჩეული / გივი სიხარულიძე .- თბილისი : ჯისიაი, 2004 .- 422გვ.
  • 1987 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდი
  • ხელოვნების ქურუმი
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: