Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათია მერაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს. 2011-2012წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2005 წელს იყო შპს იურიდიულ ფირმა "სიმართლეში" ადვოკატი; შპს "ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკაში" იურისტი; ახალციხის საგადასახადო ინსპექციაში სპეციალისტი; 2005-2011წწ. - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებელი; 2006-2007წწ. ლექციების კურსს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე; 2012-2022წწ. - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019 წლის ივლისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022 წლის ოქტომბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |