The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია მერაბიშვილი

ნათია მერაბიშვილი
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს. 2011-2012წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2005 წელს იყო შპს იურიდიულ ფირმა "სიმართლეში" ადვოკატი; შპს "ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკაში" იურისტი; ახალციხის საგადასახადო ინსპექციაში სპეციალისტი; 2005-2011წწ. - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებელი; 2006-2007წწ. ლექციების კურსს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე; 2012-2022წწ. - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019 წლის ივლისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022 წლის ოქტომბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: