The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათია მერებაშვილი

ნათია მერებაშვილი
Date of birth:23 June, 1985  (39 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2008 წელს; 2017 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2007 წელს - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სპეციალისტი (შტატგარეშე მოსამსახურე), საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სპეციალისტი (შტატგარეშე მოსამსახურე); 2007-2008წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორი; 2009-2010წწ. - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2010-2012წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ქ. თბილისის  ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი; 2012-2013წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველოს პროკურორი; 2013 წელს - საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სტატისტიკის, ანალიზისა და ინოვაციური პროექტების სამმართველოს პროკურორი; 2013-2015წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2015-2017წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2017-2018წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფების ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2018 წელს - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2018-2019წწ. - საქართველოს  გენერალური  პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა  და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2019-2020წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის   საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2020 წლიდან - საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.

წყარო: საქართველოს პროკურატურა: pog.gov.ge


Share: