შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ქამაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მირაშხანი, ასპინძის მუნიციპალიტეტი. საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა, მისი დასრულების შემდეგ კი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სამხედრო სამსახურში მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე იმსახურა. ტარიელ ქამაშიძე 9 აგვისტოს, როკის გვირაბთან, სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. მეოთხე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა. ტარიელ ქამაშიძის ცხედარი თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. 2008 წლის ბოლოს გადმოასვენეს მშობლიური სოფლის სასაფლაოზე. აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ტარიელ ქამაშიძის მშობლიურ სოფელ მირაშხანში 2011 წელს მისი სახელობის მემორიალი და წყარო გაიხსნა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.607; საინფორმაციო პორტალი სამცხე-ჯავახეთიდან: sknews.ge; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |