The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა მილდენბერგერი

ლელა მილდენბერგერი
Date of birth:30 August, 1968  (56 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სულხან-საბა ორბელანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1991 წელს; წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2009 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2000-2008წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია "საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; 2008 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2004-2009წწ. - წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ლექტორი; 2008-2014წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2014-2018წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2018-2019წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: