შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2003 წელს. 2006-2008წწ. - საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოში გამომძიებელი; 2008-2011წწ. - საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს გამომძიებელი; 2011-2012წწ. - საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამავე სამმართველოს უფროსი; 2013 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილე; 2013 წლის ნოემბრიდან - საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2014-2015წწ. - საქართველოს მთავარი პროკურორი; 2015-2017წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; 2017 წლის 7 ივნისიდან - საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე. წყარო: საქართველოს პროკურატურა: pog.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |