შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ხუბულური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. სავალდებულო სამხედრო სამსახური ბათუმში მოიხადა, შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადაში. 6 თვით სოფელ ნიქოზში იყო სამშვიდობო მისიით, მანამდე წვრთნებზე სენაკში, სულ 7-8 თვე იმსახურა, 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა, 8 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა. არავის უნახავს სად და როგორ მოკლეს კახაბერ ხუბულური, არც გადარჩენილ ტყვეებს. დაკრძალული იყო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მხოლოდ 2008 წლის 27 ნოემბერს დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს. გორში არის კახაბერ ხუბულურის სახელობის ქუჩა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.647 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |