შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ბახსოლიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1957წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში ინჟინერ-ტაქსატორად; ტყეთმოწყობის პარტიის უფროსად; 1960-1970წწ. თბილისის სატყეო ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად; გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის დირექტორად; 1973-2000წწ. საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის და შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მთავარ მეტყევე ინჟინრად; 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვასილ გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის მეცნიერ კონსულტანტის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაძვის ზეობის ტყის ტიპები, როგორც ტყის მეურნეობის ორგანიზაციის საფუძველი მთიან პირობებში", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.15
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |