Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კოჩარა, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. მშობლიურ სოფელში ტრაქტორისტად მუშაობდა. აფხაზეთის ომის დაწყების დღიდანვე ჩაება საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში. ირიცხებოდა 242-ე ბატალიონში რიგითად. მან არაერთ შეტაკებაში გამოიჩინა თავი, როგორც მამაცმა მებრძოლმა. 1993 წლის 30 მარტს ბრძანება N70-ის საფუძველზე ჩაირიცხა 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. გივი აბაშიძე იყო აქტიური მებრძოლი. ოცეული, რომელშიც ის ირიცხებოდა, მამაცურად იბრძოდა, მტრის წინააღნდეგ კოჩარის ფრონტზე. 1993 წლის 16 მაისს, მტრის ერთ-ერთ შემოტევის დროს დაიღუპა სოფელ ცაგერაში, ჭურვზე აფეთქების შედეგად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.23
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |