Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როსტომ აბრამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სარეკი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმი, რომლის სამხედრო კათედრაზეც მიიღო ლეიტენანტის წოდება. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავში, თბილისში, ჭიათურაში ინჟინერ-გეოდეზისტად. 1979 წლიდან კი მთელი 14 წელი მშობლიური სოფლის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებელი იყო. აფხაზეთის ტრაგედიის დატრიალებისთანავე სკოლაში მუშაობას თავი დაანება და საჩხერის რაიონის გვარდიის ბატალიონში ჩაირიცხა – კადრების განყოფილების უფროსად დანიშნეს. 1993 წლის 4 ივლისს ბატალიონის შემადგენლობა სოხუმის რაიონში, სინოპში გადაისროლეს. 30-კაციანმა ჯგუფმა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავა სოფელ შრომასთან. ორდღიანი ბრძოლების შემდეგ ჯგუფი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშის აფეთქებულ ხიდთან გადაიყვანეს. პოზიციამდე ავტომანქანა "კრაზით" მიდიოდნენ. ხიდამდე, დაახლოებით, 200 მეტრში ავტომანქანას თავს დაესხა მოწინააღმდეგის ჩასაფრებული ჯგუფი: "კრაზი" მწყობრიდან გამოვიდა, დაიჭრა ორი მებრძოლი, დანარჩენებმა, მათ შორის როსტომ აბრამიშვილმაც, გამაგრებული პოზიციებისკენ ბრძოლით გაიკაფეს გზა. იგი დაიღუპა უმძიმეს ხელჩართულ ბრძოლაში - 1993 წლის 9 ივლისს. დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენება მხოლოდ მეორე დღეს, გვარდიის სადესანტო მოიერიშე ბატალიონის კონტრშეტევის შემდეგ მოხერხდა. გეოდეზისტი, ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.34
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |