შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტიტი 1956 წელს. 1969–2006წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილების უმცროსი (1969–1973), უფროსი (1973–1986), შემდეგ წამყვანი (1986–2006) მეცნიერ თანამშრომელი. 1998–2006წწ. მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. მისი სამეცნიერო კვლევის სფერო იყო ქართულ-სომხური ურთიერთობები, ფეოდალური ურთიერთობების თავისებურებები კავკასიაში, "ქართლის ცხოვრების" პოლიტიკური იდეოლოგიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომები. მედიევისტი, არმენოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1991). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.467 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |