Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ აბშილავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოხურეი, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთი. სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ვორონეჟში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, პარალელურად მუშაობდა რეკის ციტრუსების მეურნეობაში ბრიგადირად, 1987 წლიდან კი ოხურეის სასათბურე კომბინატში სათბურის ხელმძღვანელად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ზურაბ აბშილავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. ზურაბ აბშილავა დაიღუპა 1992 წლის 30 სექტემბერს აფხაზ სეპარატრისტებთან შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.39
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |