Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაია ოტიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; 2003 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის ტესტური გამოცდა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2009 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ადმინისტრაციულ-სამოქალაქო სპეციალიზაციით. 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1998-2000წწ. - გამომძიებლის თანაშემწე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 2002-2011წწ. - გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი / მოსამართლის თანაშემწე; 2011-2020წწ. - ადვოკატი. 2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |