Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გიგაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1972 წელს; თბილისის სატყეო ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს. მუშაობდა "ტყეპროექტის" ამიერკავკასიის საწარმოში ინჟინერ-ტაქსატორად; 1975-1982წწ. თბილისის სატყეო ინსტიტუტში, ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ მუშაკად; 1982-1983წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროში განყოფილების უფროსად; 1983-1992წწ. თბილისის ეროვნულ პარკში, ჯერ მთავარ მეტყევედ, შემდეგ დირექტორად; 1992-1996წწ. იყო საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1996-2006წწ. "საქტყეპროექტის" მოადგილე, შემდეგ დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1978). წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.25
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |