Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი აკობიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი (დაუსწრებლად). მუშაობდა წყურგილის არამადნეული მასალების ქარხანაში მთავარ ინჟინრად. აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებისთანავე დაინიშნა 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ახალდაბის II ასეულის I ოცეულის მეთაურად. 1993 წლის თებერვალში მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება. მისი ინიციატივით კეთდებოდა პოზიციებზე თავდაცვითი საფრები და სხვადასხვა სახის ძოტები (ბლინდაჟი სასროლი ფანჯრით), რომელიც დიდი თავდაცვითი საშუალება იყო ომის პერიოდში. 1993 წლის 16 სექტემბერს, ომის განახლების დროს, ის იცავდა სოფელს დასავლეთის მხრიდან, სოფელ აძიუბჟის საზღვრიდან. 19 სექტემბერს სოფელ ახალდაბიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახდენდა, სწორედ ამ დროს მტერმა მოახერხა მისი ტყვედ აყვანა და დაუმორჩილებლობის გამო სოფელ ახალდაბის ცენტრში, სკოლის გვერდით დახვრიტეს. ტყვედ ჩავარდნილმა მოსახლეობამ იქვე დაკრძალა. უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |