The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაულ ალანია

რაულ ალანია
დაბადების თარიღი:1948
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1993  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ აჩიგვარას სასაფლაო, გალის რაიონი, აფხაზეთი.
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა გალი, აფხაზეთი.

1992 წლის 11 დეკემბრიდან ჩარიცხული იყო 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის კავშირგაბმულობის ოცეულის მეთაურად. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. აფხაზეთის დაცემის შემდეგ რაულ ალანია ჩარჩა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში. 1993 წლის 6 დეკემბერს დახვრიტეს. ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.45


გააზიარე: