Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ალთუნაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ნაძალადევის რაიონის შინაგან განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში, ინსპექტორის თანამდებობაზე. არასრულწლოვანთა შორის ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული მუშაობისათვის იგი დაწინაურებულ იქნა არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე, ხელმძღვანელობისაგან მრავალჯერ იქნა წახალისებული. 1991-1992 წლებში სამაჩაბლოში, კერძოდ, ცხინვალთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ზურაბ ალთუნაშვილი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა, რისთვისაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით იქნა წახალისებული. აფხაზეთში დაწყებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის აგვისტოდან იგი მილიციის თანამშრომლებთან ერთად უშუალო მონაწილეობას იღებდა აფხაზეთში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში, ხოლო 1993 წლის 24 თებერვალს ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ გაგზავნილი იქნა აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში საბრძოლო ჯგუფის უფროსად. 1993 წლის 3 მარტს სოფელ ლაბრაში ზურაბ ალთუნაშვილი გმირულად დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.46 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |