The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკარი ლეთეთელი

Legal name:გიორგი გრძელისძე
Date of birth:8??
Date of death:8??
Category:Humanitarian

Biography

წარმოშობით ქართლიდან, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ქარელის ახლოს მდებარე სოფელ ლეთეთიდან, რომელიც XVII ს. ისტორიულ საბუთებშიც იხსენიება. მიაჩნიათ, რომ იგი იყო მაწყვერელი ეპისკოპოსის, ეფრემის, ნათესავი და წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. მოღვაწეობდა იერუსალიმში, წმ. საბას ლავრაში. პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერის, "სინური მრავალთავის" (864) შექმნის ინიციატორი და, ალბათ, მისი ერთ-ერთი გადამწერი იყო. ტექსტის ის ნაწილი, რომლის გადამწერადაც ივარაუდება, მარტივად, უსამკაულოდ არის შესრულებული და ორ სვეტადაა გადანაწილებული. ნაწერი ფართოა და მკაფიო, შესრულებული თანაბარი მრგლოვანი ასოებით. IX ს. ქართველი მწიგნობარი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.470


Share: