შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკარი მესხი![]()
ბიოგრაფიაXI ს. დამდეგიდან ხახულის ლავრის წინამძღვარი. გიორგი მცირის მიხედვით 1019, როცა მცირეწლოვანი გიორგი (შემდგომ გიორგი მთაწმინდელი) ხახულში ჩაიყვანეს, "მიჰგუარეს იგი მამასა მაკარის, რომელი იგი მას ჟამსა ღირსებისათვის მისისა წინამძღვარი [იყო] დიდისა მის ლავრისაჲ ". უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით, მას უნდა "გადმოეკეთებია" პეტრე იბერის ასურული "ცხოვრება" ქართულად. აკად. ნ. მარს XIII–XIV სს. მოღვაწედ მიაჩნდა; კ. კეკელიძის დასკვნით, უფრო ადრე გვხვდება სხვადასხვა ძეგლში. სინას მთასა და პალესტინაში X ს. დასასრულს მოღვაწე ქართველთა შორის მაკარიც იხსენიება. სავარაუდოდ ის ხახულში დამკვიდრებამდე პალესტინაში მოღვაწეობდა, იქვე უნდა ემუშავა პეტრე იბერის "ცხოვრებაზე". საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი, როგორც ჩანს, ხახულის ლავრის წინამძღვრად აირჩიეს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.470-471
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |