შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე გამცემლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაქათუბანი, ორჯონიკიძის რაიონი. დაამთავრა ქ. ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1940 წელს; თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი, ტყის მეურნეობის ინჟინრის კვალიფიკაციით 1944 წელს; ქ. ბათუმის მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს ორწლიანი უნივერსიტეტი 1953 წელს. 1944 წელს დაინიშნა ახალციხის რაიონის აწყურის სატყეოს მეურნეობაში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; 1945-1947წწ. გადაყვანილ იქნა წყალტუბოს რაისატყეოს მეურნეობის დირექტორად; 1947 წლის ნოემბერში დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1950-1952წწ. სამმართველოს უფროსად; 1952 წლის დეკემბერში გადაყვანილ იქნა ქუთაისის ოლქის სატყეო მეურნეობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 1966 წელს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ; 1950 წლიდან არჩეული იყო საქართველოს ნებაყოფილობითი საზოგადოება "ბუნების მეგობრის" აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიღებული აქვს საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდოები. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.29 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |