Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა ჩაგუნავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2008 წელს; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით 2011 წელს; 2012 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში; 2017 წელს გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში; 2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2018 წელს გაიარა "Help"-ის დისტანციური სასწავლო კურსი - სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2021 წელს გაიარა სასწავლო კურსი - ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტის შესაბამისად); 2021 წელს გაიარა სასწავლო კურსი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მათ შორის არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 2011 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს სტაჟიორი; 2011-2012წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2012-2013წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი და იმავდროულად მოსამართლის თანაშემწე; 2013-2016წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე; 2016-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე; 2018-2019 წლებში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე. 2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |