The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა ცაგარეიშვილი

ლელა ცაგარეიშვილი
Date of birth:22 July, 1985  (40 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

დაამთავრა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი 2002 წელს; 2005 წელს დაამთავრა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტი; 2008 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2009 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსი, ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2009-2010წწ. იყო სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში; 2011 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნეს-ინჟინერინგის განხრით; 2015 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012-2016წწ. ესწრებოდა სემინარებს თემაზე - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2010-2011წწ. - შპს "ვინდიკატში" იურისტი და მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე; 2012 წელს - სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოს ასისტენტი; 2012-2013წწ. - სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს სპეციალისტი; 2013-2015წწ. - სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; 2015 წელს - სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2015-2017წწ. - მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2017-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი; 2018-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტის - მოსამართლის თანაშემწის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2020 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: