The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ჩხეიძე

ავთანდილ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1977-1884წწ. მუშაობდა ქ. ლენინგრადის რკინიგზის კლინიკურ საავადმყოფოში გინეკოლოგად; 1980-1982წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა ლენინგრადის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგიის კათედრაზე; 1977 წლიდან აწარმოებდა მეცნიერულ კვლევას სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ლენინგრადის ოტის სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში; ამავე ინსტიტუტში შეასრულა აგერეთვე საკანდიდატო ნაშრომი, რომელიც დაიცვა 1983 წელს; 1984-1988წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინის, მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1988-1999წწ. თბილისის სახელმწფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია; პროფესორ - კონსულტანტის და მეანობა-გინეკოლოგიის ორგმეთოდხელმძღვანელის სტატუსით ნაყოფიერ მუშაობას ეწევა ქ. თბილისის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის პოლიკლინიკა, N2 სამშობიარო სახლი, სამედიცინო ცენტრი "ქორწინება და ოჯახი", ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი; არის გინეკოლოგიის, მეანობის და ფეტო-მატერნული მედიცინის ექსპერტი; 1996 წელს რუმინეთში, მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო კონგრეზე, პერსონალურად დაჯილდოვდა ესკულაპის და ჰიგიას საპატიო მედლით და ჰონორის კაუზა-მედიცინის მეცნიერებათა საპატიო დოქტორის და პროფესორის წოდება მიეკუთვნა; იგი არის ავტორი 5 მონოგრაფიის, რომელთაგან ერთ-ერთი უცხოეთის სამედიცინო წრეებში საუკეთესო ნაშრომად მიიჩნიეს მეანობასა და ჰერინატალურ მედიცინაში და შვეიცარიაში ინგლისურ ენაზეც გამოსცეს; მისი მონოგრაფია "მაღალი რისკის ორსულობა", რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობამ გამოსცა, მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზაცია გესტოზის ბიულეტინის ცნობით ბესტსელერთა რიცხვს მიეკუთვნება და რეკომენდირებულია პრაქტიკაში გამოსაყენებლად; არაერთხელ იყო მიწვეული საერთაშორისო ფორუმზე საპატიო დელეგატის სტატუსით; ექსვჯერ იყო საერთაშორისო კონგრესის სპიკერი (1991წ., იტალია და 1997წ. იაპოანია, 2000წ. სამხრეთ აფრიკა, 2001წ. რუმინეთი, 2005წ. ხორვატია, 2006წ. იტალია) და ოთხჯერ თავმჯდომარე (1991წ. იტალია, 1996წ. რუმინეთი, 1999წ. ჩინეთი, 2006წ. იტალია); 1997 წელს მიწვეული იყო სპიკერად 29-ე საერთაშორისო კონგრესზე იაპონიაში; 1999 წელს ჩინეთში (პეკინი), მეან-გინეკოლოგთა 31-ე საერთაშორისო კონგრესზე, მის მიერ წარდგენილ პოსტერს - "ლაზერთერაპიის ევოლუცია ფეტო-მატერნალურ მედიცინაში" - ექსპერტების მიერ უმაღლესი შეფასება მიეცა; საერთაშორისო ორგანიზაცია "გესტოზ"-ის საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ნაშრომი რეკომენდებულია სამედიცინო ქსელში დანერგვის უმაღლეს ფორმად; 2000 წელს 32-ე საერთაშორისო კონგრესზე სამხრეთ აფრიკაში, ქ. კეიპტაუნში, ექსპერტთა პანელის გადაწყვეტილებით, პროფ. ა. ჩხეიძის მიერ შემუშავებული ნაყოფის დისტრესის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტანდარტები რეკომენდებულია სამედიცინო ქსელში გამოსაყენებლად, ამასთანავე ერთად, ლექტორად მიიწვიეს ფეტომატერნული მედიცინის საერთაშორისო ინსტიტუტში ეგვიპტეში, ქ. კაიროში; ჩატარებული აქვს საორგანიზაციო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური სამუშაოები ბულგარეთში (სოფია, კიუსტენდილი), პოლონეთში (ვარშავა, ბელოსტოკი) და რუსეთში (მოსკოვი, ვოლგოგრადი, ლენინგრადი); 2001 წელს რუმინეთში - ქ. კლუჟ-ნაპოკაში მეან-გინეკოლოგთა 33-ე საერთაშორისო კონგრესზე სპიკერად მიწვეული ა. ჩხეიძე, რუმინეთის მთავრობის და კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის რეკომენდაციით სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა ნომინაციაში - "ახალი ათასწლეულის ახალი მეთოდოლოგია" - აღნიშნული დიპლომი მიღებული აქვს მსოფლიოში მხოლოდ 8 ადამიანს; კონგრესის პრეზიდენტის რეკომენდაციით, რუმინეთის მთავრობამ იგი საპატიო აკადემიკოსის დიპლომით დააჯილდოვა; 2003 წლიდან ა. ჩხეიძე OGASH-ის მსოფლიო საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტია; 2005 წელს მედიცინის დარგში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის, ღვაწლმოსილებისთვის, არჩეულ იქნა ინტერკონტინენტალური სამედიცინო-სოციალური მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად (gestosis.ge)2005 წელს მიწვეული იყო სპიკერად ხორვატიაში (ზაგრები), მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების-ორგანიზაცია გესტოზის 37-ე მსოფლიო კონგრესზე; კონგრესის ფინალური პროგრამის 120 ნაშრომის განხილვის შემდეგ, OGASH-ის მსოფლიო საბჭოს უმაღლესი საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ა. ჩხეიძე, ქართველ თანაავტორებთან ერთად 2005 წელს 2-ჯერ დააჯილდოვდა ინტერკონტინენტალური სამედიცინო-სოციალური მეცნიერებათა აკადემიის უმაღლესი ხარისხის ჰერას სახელობის ოქროს პრიზით (HERA’S GOLDEN PRIZE gestosis.geჰერას სახელობის ოქროს პრიზით დაჯილდოვდნენ მსოფლიოს 14 სახელმწიფოს მოწინავე ექსპერტები; 2005 წელს საქართველოში (თბილისი), ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის ბაზაზე დააარსა ინტერკონტინენტალური სამედიცინო-სოციალური მეცნიერებათა აკადემიის ინტერნეტ-ბიბლიოთეკა და საერთაშორისო ბიბლიოთეკის ცენტრი - OGASH LIBRARY CENTER; 2006 წელს არჩეულ იქნა ამერიკის ბიბლიოგრაფიის ინსტიტუტის ABI-ის საერთაშორისო მკვლევართა საბჭოს მრჩეველად მედიცინის დარგში; ამავე წელს ABI-ის სპეციალიზირებულმა კომისიამ დააჯილდოვა თავისუფლების ოქროს საპატიო მედლით; 2006 წელს იგი იყო ROLEX-ის კონკურსის ნომინანტი; 2006 წელს მიწვეული იყო ფლორენციაში (იტალია) გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების მსოფლიო კონგრესზე სპიკერად; გარდა ამისა, იგი მიიწვიეს ფლორენციაში OGASH-ის ინტერკონტინენტალური სამედიცინო-სოციალური მეცნიერებათა აკადემიის სესიის მოდერატორად და თავმჯდომარედ; განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ეროვნული სამედიცინო მეცნიერული პოტენციალის გაძლიერებაში; იგი არის საქართველოს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის ექსპერტთა პანელის წევრი; თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავა სამშობიარო მოქმედების ანომალიების დიაგნოსტიკის და მკურნალობის რაციონალური მეთოდები, რომელბიც ფართოდ დაინერგა ყოფილი საბჭოთა კავშირის და საზღვარგარეთის სპეციალისტების მიერ; საერთაშორისო ექსპერტი, მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებების პროფესორ-კონსულტანტი; მას, როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ ძალიან დიდი მიღწევები აქვს სამეცნიერო, საორგანიზაციო თუ მეთოდოლოგიურ საქმიანობებში; არის 105 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან 3 ლექცია-პოსტერის, 12 მეთოდური რეკომენდაციის და 5 მონოგრაფიის. მისი ერთ-ერთი მონოგრაფია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამოიცა და უცხოეთის სამედიცინო წრეებში საუკეთესო ნაშრომადაა მიჩნეული. ლექცია პოსტერები გამოიყენება ევროპის, აზიისა და აფრიკის სამეანო ქსელში.

წყარო: დეა მაღალაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ინტერკონტინენტალური სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, თავმჯდომარე
  • მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო-საორგანიზაციო მსოფლიო კათედრალური კომიტეტი, თავმჯდომარე
  • მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო-საორგანიზაციო მსოფლიო კათედრალური კომიტეტი, პრეზიდენტი
  • საქართველოს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი, ექსპერტთა პანელის წევრი

გააზიარე: