The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მაკარიძე

დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1990  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თერჯოლა, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1936 წელს.

1943 წლიდან მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც 1968–1979წწ. იყო კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; 1979 წლიდან – კონსულტანტი. იკვლევდა ფსიქოზისა და შიზოფრენიის ეტიოლოგიის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1964).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: