The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტაშეს მალაევი

დაბადების თარიღი:27 მარტი, 1894
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1957  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1917 წელს.

1921–1931წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1931–1958წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრებზე; 1940–1958წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კათედრას. იკვლევდა თავის ტვინის ქერქის განფენილობას და სხვა. მავთულით დაამზადა ნერვული სისტემის 11 მოდელი. 1951–1952წწ. ნიმუში მასობრივ წარმოებაში დაინერგა. მათ როგორც დამხმარე თვალსაჩინოებას, იყენებდნენ ანატომიის კათედრებზე და ნევროლოგიურ კლინიკებში ა. ნათიშვილთან ერთად შეადგინა პლასტიკური ანატომიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1942).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.477

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: