The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დალი ტაბატაძე

დალი ტაბატაძე
Date of birth:22 April, 1948  (77 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯალაურთა, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ყაზახეთის ქალაქ სემიპალატინსკის (ახლანდ. სემეი) სამედიცინო ინსტიტუტი 1974 წელს.

1974-1975წწ. მუშაობდა დაბა აგარაში, ქალთა კონსულტაციის მეან-გინეკოლოგად და ამბულატორიის ექიმ-თერაპევტად;   1976 წელს გაიარა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, პირველი სამშობიარო სახლის ბაზაზე, მეან-გინეკოლოგიის განხრით; 1976-2015წწ. მუშაობდა ქარელის რაიონული საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში, მეან-გინეკოლოგად; 1995-2000წწ. ასწავლიდა მეანობა-გინეკოლოგიას ქარელის სამედიცინო კოლეჯში; 2010-2015წწ. იყო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. განყოფილებაში მუშაობის პერიოდში გაიარა კვალიფიკაცია ოპერატიულ გინეკოლოგიაში, სეფსისის მკურნალობის დარგსა და რეპროდუქტოლოგიაში. უმკურნალა და გაუწია დახმარება ათასობით პაციენტს რაიონის მასშტაბით, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. დაჯილდოებულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საექიმო თავდადებისთვის (1971). მეან-გინეკოლოგი, ქირურგი.


Share: