The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტაბატაძე

გიორგი ტაბატაძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1910
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1954  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ბერეთისა, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს.

1928 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, სადაც მსახურობდა 1931 წლამდე; 1934-1941წწ. გადიოდა სამედიცინო პრაქტიკებს ქალაქ წყალტუბოში; 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც დაბრუნდა 1946 წელს; ომში ჰოსპიტლის აფეთქების შედეგად დაიჭრა, დაემართა კონტუზია; 1946-1947წწ. მუშაობდა ქალაქ ბაქოს სამხედრო კლინიკაში, ექიმ-თერაპევტად; 1947-1948წწ. კვლავ მუშაობდა სოფელ ჯალაურთაში; 1949 წელს გადმოიყვანეს ქალაქ გორში, სადაც მუშაობდა ქალაქის სანეპიდ-სადგურის მთავარ ექიმად; 1952 წელს დანიშნეს ქალაქ ქარელის ახლად გახსნილი საავადმყოფოს მთავარ ექიმად და ჯან-განის უფროსად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. II მსოფლიო ომის მე-3 რანგის სამხედრო ექიმი, სამედიცინო კაპიტანი.

წყარო: გივი გორგაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1942 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1941 - მედალი "სამხედრო დამსახურებისთვის"

გააზიარე: