The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური მამალაძე

Date of birth:26 June, 1929
Date of death:16 July, 2009  (at 80 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952–1958წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრაზე; 1958–1966წწ., 1969–2009წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა და 1966–1969წწ. ლ. ლანდაუს სახელობის თეორიული ფიზიკის (ჩერნოგოლოვკა, მოსკოვის ოლქი) ინსტიტუტებში. მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეხება კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში დაბალი ტემპერატურის ფიზიკის კვლევების განვითარებაში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის თანაავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1984). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.485

Bibliography


Share: