The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი არევაძე

გიორგი არევაძე
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს.

2003-2005წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოში სპეციალისტის და შემდგომ სხდომის მდივანი; 2005-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2007-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; 2008-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში; 2012-2013წწ. - სამტრედიის რაინული სასამართლოს მოსამართლე; 2013 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: