The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მამამთავრიშვილი

ირაკლი მამამთავრიშვილი
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1940
გარდაცვ. თარიღი:18 ივნისი, 2016  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს.

1964–1967წწ. იყო ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) რაიონული საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი; 1969 წელს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი; 1972–1973წწ. უფროსი მეცნიერი მუშაკი; 1973–1977წწ. სამედიცინო სისტემოტექნიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1977–1979წწ. – გურჯაანის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1979–1989წწ. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; ინსტიტუტის სწავლული მდივანი, გამგე; 1989–2006წწ. ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგე; 2006 წლიდან რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ "უნივერსის" გენერალური დირექტორის მოადგილე. არის სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების, გამოგონების და რაციონალიზატორული წინადადებების ავტორი, რომლებიც ეხება დედისა და ნაყოფის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის პრობლემებს, საშვილოსნოს კუმშვადი აქტივობის რეგულაციის მექანიზმებს, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხებს. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.487

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის ხალხთა სამეცნიერო აკადემია, ნამდვილი წევრი (2002-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: