Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურმან კუბლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღვანკითი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, მართვის ავტომატიზირებული სისტემების მათემატიკური უზრუნველყოფის სპეციალიზაციით 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა. 1975-1977წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, გამოთვლითი ცენტრი, სტაჟიორ უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1977-1985წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, მეცნიერ მუშაკი, უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1985-2011წწ. კათედრა-კომპიუტერული პროექტირების სისტემები მშენებლობასა და არქიტექტურაში, დოცენტი, კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი; 2011 წლიდან მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. შრომები ძირითადად ეხება სხვადასხვა ტიპის სინგულარული ინტეგრალური განტოლებების, ბზარების ამოცანების და შრედინგერის ტიპის დიფერენციალური განტოლებების რიცხვითი ამოხსნებისათვის მათემატიკური მოდელების შექმნას და მათ კომპიუტერულ რეალიზაციას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |