Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ მამამთავრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1976–1979წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; 1980–1996წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის I კათედრის გამგე. მან კლინიკურ პრაქტიკაში დანერგა ორიგინალური ოპერაციული მეთოდები კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლსა და ელენთაზე. აღსანიშნავია ექსტრაპერიტონიზაციის მეთოდი, რომლითაც ხდება ინფექციის შესაძლო კერის იზოლაცია პერიტონეუმის ღრუდან, რაც პერიტონიტის პრევენციის ძირითადი პირობაა და სხვ. არის სამეცნიერო ნაშრომების, მ. შ. გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1973), ქირურგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.487 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |