The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე მამაცაშვილი

კონსტანტინე მამაცაშვილი
Date of birth:26 January, 1814
Date of death:3 September, 1900  (at 86 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Public Man, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. რუისი, ქარელის მუნიციპალიტეტი.

თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის შემდეგ 1837 წელს დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი ოფიცრის ჩინით და გაამწესეს კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. აქედან მოყოლებული მონაწილეობდა კავკასიაში წარმოებულ ყველა ომში. 1840 წელს მიიღო პირველი საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთში. ყირიმის ომის დროს კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. მან თავი ისახელა 1854 წლის 4 ივნისს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში. ეს ბრძოლა უმთავრესად მისი წყალობით იქნა მოგებული, რისთვისაც იგი დააჯილდოვეს. ამის შემდეგ დაინიშნა კავკასიის გრენადერთა არტილერიის უფროსად, მონაწილეობა მიიღო კავკასიის დაპყრობისათვის წარმოებულ ომების დამაგვირგვინებელ ფაზაში. 1898 წლიდან იყო კავკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის უფროსის მოადგილე; 1869 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება; ხოლო 1877 წლიდან - განჯის გუბერნატორი და განჯა-ნუხის მიდამოებში განლაგებული ჯარების უფროსი. იმავე წელს დაიწყო ომი თურქეთთან. აქ მას მოუხდა ერთი მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება და მოხერხებულმა სარდალმა შესძლო დაემარცხებინა მომხდური. ამისათვის იგი დააჯილდოეს, ნუხელებმა კი მიართვეს ვერცხლის თასი და ადრესი, სადაც ეწერა:"გენერალ ლეიტენენტ კ.ქ. მამაცაშვილს მადლიერ მოქალაქეთაგან 1877 წელს ნუხის გადარჩენისათვის“. 1884 წელს მან ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. დიდი ღვაწლი დასდო სათავადაზნაურო ბანკს, ის დიდხანს იყო მისი ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე და ყოველი ღონით ცდილობდა ბანკის საქმეების მყარ ნიადაგზე დაყენებას. დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობაში. იყო მისი დამფუძნებელი წევრი, თბილისის სათავდაზნეურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი, აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული ყურადღება მაჰმადიან ქართველებზე. ზოგი მათგანი მან თბილისში ჩამოიყვანა და ასწავლა, დაამთავრებინა გიმნაზია, შემდეგ უმაღლესშიც ჩააბარებინა. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.489; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.geდიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.257

Awards and Honors

  • წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენი
  • წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • წმ. ანას II ხარისხის ორდენი, საიმპერატორო გვირგვინი
  • ოქროს ხმალი
  • წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი

Share: